in

საქართველომ დახურულ ავსტრალიასთან 5 ქულით წააგო: შემდეგი უკვე მსოფლიოა

იაპონიაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი ითამაშა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს იქნებოდა დახურული თამაში და მისი ხილვის საშუალება გულშემატკივარს არ მიეცემოდა (ტელეტრანსლირება არ ყოფილა). შეხვედრას მხოლოდ მასპინძელი სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

საქართველო საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, ავსტრალიას გაეჯიბრა და 5 ქულით დამარცხდა – 81:86.
აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის შემდეგ სხვაობა საკმაოდ სოლიდური იყო – 33:51.
როგორც ჩანს, მეორე ტაიმში ჩვენებმა თამაში გამოასწორეს.

ჩვენი კალათბურთელების სტატისტიკა ავსტრალიის წინააღმდეგ ასეთი გახლავთ:

წინ კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატია და 26 აგვისტოს საქართველო ისტორიულ მატჩს ითამაშებს – პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე, მეტოქე კაბო ვერდეს ნაკრებია. შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირაკლი აზაროვი შახტარის ფეხბურთელია

ხვიჩა კარგადაა და ალბათ ითამაშებს