ეროვნულმა ლიგამ სტარტი აიღო და პირველი ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე უხვგოლიანი და საინტერესო მატჩი „გაგრასა“ და „სამგურალს“ შორის ჩატარდა, სადაც გუნდებმა 7 გოლი გაიტანეს და ბოლო წუთამდე დატოვეს ინტრიგა.
მარტივი გამარჯვება არ ჰქონიათ გათამაშების ფავორიტებს, ორ „დინამოს“, თუმცა ორივემ ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვა და პირველი 3 ქულაც ჩაითვალეს.
დაფიქსირდა ერთი ფრე და ისიც უგოლო.
საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
დილა – დინამო (თბ) 1:2
0:1 კამარა (35′ იმრანის პასით), 1:1 გეილი (40′ ვანდერსონ სილვას პასით), 1:2 სხირტლაძე (53′ კამარას პასით)
სამტრედია – თელავი 1:0
1:0 ნაჭყებია (65′ ჩამბას პასით)
დინამო (ბთ) – შუქურა 2:1
1:0 ბიძინაშვილი (45+2′), 1:1 ც. ფაცაცია (61′-პენ), 2:1 მამუჩაშვილი (74′-პენ)
გაგრა – სამგურალი 3:4
0:1 ნ. ხორხელი (27′ ნიქაბაძის პასით), 0:2 ნ. ხორხელი (33′), 1:2 ლომთაძე (36′ შონიას პასით), 2:2 მუსელიანი (60′ ოდიშელიძის პასით), 3:2 ლომთაძე (78′), 3:3 ს. კუხიანიძე (82′ ბულის პასით), 3:4 ნიქაბაძე (85′-პენ)
საბურთალო – ტორპედო 0:0
GIPHY App Key not set. Please check settings