საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვერაფერი გააწყო ძლიერ გერმანიასთან და უშანსოდ დამარცხდა – 73:100. პირველი ტაიმი გავქაჩეთ და თითქმის ფრე იყო – 41:43. მესამე მეოთხედიან მოყოლებული კი მეტოქეს ყველაფერი გამოსდიოდა და გამარჯვებულის ბედი მალევე გახდა ნათელი.
პირველ ტაიმში ვერც გერმანელები ასრულებდნენ ყველაფერს ისე, როგორც სურდათ და დიდად არც ჩვენ გამოგვდიოდა ბევრი რამ.
დიდი შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა. გერმანელებმა პერიმეტრიდან ტყორცნების ტაქტიკა აირჩიეს, ოთხი სამქულიანიც ჩააგდეს და 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. აწყობილ გერმანიასთან კი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია და ამის შემდეგ სხვაობა თანდათან კიდევ უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ მიუღებელი სახე მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ავსტრალიასთან ზეგინდელი მატჩი სპორტული თვალსაზრისით ჩვენთვის ფორმალობაა, თუმცა მასაც ბუნებრივია აქვს დიდი მნიშვნელობა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს. თამაში 11:30 საათზე დაიწყება.
საქართველო – გერმანია 73:100
16:22; 25:21; 16:27; 16:30
მამუკელაშვილი – 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 32:53 წთ
ბითაძე – 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 24:43 წთ
შენგელია – 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 22:18 წთ
შერმადინი – 9 ქულა, 4 მოხსნა, 15:17 წთ
სანაძე – 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 24:41 წთ
მაკფადენი – 5 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი, 27:30 წთ
ლიკლიკაძე – 4 ქულა, 1 მოხსნა, 5:05 წთ
ანდრონიკაშვილი – 2 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი, 23:14 წთ
ბერიშვილი – 1 ქულა, 1:25 წთ
ჯინჭარაძე – 3 მოხსნა, 16:21 წთ
ცინცაძე – 1 პასი, 6:33 წთ
GIPHY App Key not set. Please check settings