საქართველოს ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე სტუმრად შეხვდა ბოსნია-ჰერცეგოვინას და ისევ მოუგო – 22:20.
ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოხვედრისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს თბილისში გაიმართა და საქართველომ 28:26 გაიმარჯვა.
საქართველო 8 მაისს შინ კონკურენტ საბერძნეთს შეხვდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.
ბერძნებმა ბოლო ორი მატჩი ისლანდიასთან წააგეს – 25:34 და 21:33.
ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის.
დღეისათვის 4 ტურის შემდეგ ისლანდია ერთპიროვნული ლიდერია 4-დან 4 მოგებით და 8 ქულით. მეორე უკვე საქართველოა 4 ქულით (2 მოგება), ხოლო ბოსნიასა და საბერძნეთს 2-2 ქულა აქვთ.
ბოსნია – საქართველო 20:22 (10:12)
საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე; ორჯონიკიძე (6), ცხოვრებაძე (5), დიხამინჯია (5), კბილაშვილი (3), არსენაშვილი (3), ლაპიაშვილი, რუსტამოვი, არეშიძე, ზარნაძე, გოგოლაძე, გოგავა, აბრამიშვილი, გავაშელიშვილი, მელიავა
GIPHY App Key not set. Please check settings