საქართველოს ნაკრებმა „ბარსელონასთან“ წააგო – 1:3.
ოღონდ ეს იყო ვეტერანების, ე.წ. ლეგენდების მატჩი.
ჩვენს გუნდში არ ყოფილან გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი. რასაკვირველია, არც „ბარსას“ ჩამოყოლია ყველა ის ფეხბურთელი, რომელთა სახელები ცოტა ხნის წინ ყველას პირზე ეკერა.
თუმცა ცხადია ასეთი შეხვედრები მაინც ძალიან სასიამოვნო და კარგია და იმედია მომავალშიც ბევრი იქნება.
ჩვენი გოლი ალექსანდრე იაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ ეფექტური თავურით გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა, ხოლო “ბარსადან” თავი ხავიერ სავიოლამ დუბლით და ჯონათან სორიანომ გამოიჩინეს. იარი ლიტმანენს კი ამ ფოტოზე რომ ჩანს, ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.

ითამაშა და იოხუნჯა რონალდინიომ, რომელიც ამ შეხვედრის მთავარი მიმზიდველი იყო და მანაც რიგ ეპიზოდებში აჩვენა კიდეც მაღალი კლასი და დაახლოებით იმის მსგავსი, რის გამოც მთელ მსოფლიოში ასი ათასობით გულშემატკივარი სიამოვნებისგან ოხრავდა.

16 მაისი. თბილისი. „დინამო არენა“
GEO11 – “ბარსელონას” ლეგენდები 1:3
გოლები: 1:0 ნავალოვსკი (25 – იაშვილის პასით), 1:1 სავიოლა (35 – ნავაროს პასით), 1:2 სორიანო (56 – რონალდინიოს პასით), 1:3 სავიოლა (72 – სორიანოს პასით)
საქართველო: ლომაია, კობახიძე, ამისულაშვილი, კალაძე, ცხადაძე, ნავალოვსკი, ხიზანიშვილი, ჯამარაული, ყენია, იაშვილი, შ. არველაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, ცქიტიშვილი, ჰარტვიგი (მატჩის გენერალური სპონსორის ფინანსური მენეჯერი), კვირკველია, ღუდუშაური, გოგუა, სირაძე, ნემსაძე, დემეტრაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ბარსელონა: ანგოი, ნავარო, კრისტანვალი, დეუ, სერხი, დავიდსი, ედმილსონი, ლიტმანენი, ჟიული, სავიოლა, რონალდინიო.
შეცვლაზე შევიდნენ: ოლეგერი, სორინი, მასიპი, მაქსველი, კოკუ, ჟერარდი, სორიანო
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი

GIPHY App Key not set. Please check settings