პსჟ-ს მწვრთნელის ხელფასი მინიმუმ 3.5-ჯერ მეტია, ვიდრე ლიგა 1-ის სხვა ნებისმიერი სპეციალისტის.
პარიზელები ლუის ენრიკეს ყოველთვიურად 923 250 ევროს უხდიან გადასახადების გადახდამდე. ის, რომ ესპანელი ბევრად უსწრებს სხვებს ჯამაგირში, ამაზე „ეკიპი“ (L’Équipe) წერს.
შედარებისთვის, პსჟ წინა მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს 665 000 ევროს უხდიდა.
მეორე ადგილზეა „მონაკოს“ მწვრთნელი ადი ჰიუტერი – 250 ათასი ევრო თვეში.
მესამეზე არიან პატრი ვიეირა („სტრასბურგი“) და პაულო ფონსეკა („ლილი“) – 220 ათასი.
ხუთეულს ასრულებს „რენის“ ჟულიენ სტეფანი – 180 ათასი ევრო.
ყველაზე ცოტას აძლევენ მარტინეს ნოველს, რომელიც „ტულუზაში“ მუშაობს და 20 ათასს სჯერდება.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, აქ პირველი რასაკვირველია კილიან მბაპეა თავისი ყოველთვიური 6 მილიონი ევროთი.
როგორც „ეკიპმა“ გაარკვია, ყველაზე მაღალანაზღაურებადების ათეულში მხოლოდ პსჟ-ს ფეხბურთელები შედიან:
- კილიან მბაპე – 6 მლნ ევრო;
2-3. სუმან დემბელე – 1,12 მლნ ევრო;
2-3. მარკინიოსი – 1,12 მლნ ევრო;
4-5. ლუკა ერნანდესი – 1,11 მლნ ევრო;
4-5. მილან შკრინიარი – 1,11 მლნ ევრო; - ჯანლუიჯი დონარუმა – 849 500 ევრო;
- მარკო ასენსიო – 831 000 ევრო;
- რანდალ კოლო-მუანი – 750 000 ევრო;
- აშრაფ ჰაკიმი – 738 600 ევრო;
- ნორდი მუკიელე – 700 000 ევრო
GIPHY App Key not set. Please check settings