ასე ხდება ნორმალურ ქვეყანაში. ადამიანი შეცდა, ბოდიშს იხდის და ყოველგვარი თითების გაშვერის, თავის დაძვრენის მცდელობისა და უმსგავსობის გარეშე აღიარებს შეცდომას.
რა მოხდა? – გუშინ, ბატონმა, ნოელ ლე გრემ ზიდანის პოტენციურად საფრანგეთის ნაკრებში დანიშვნის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: “რომც დამირეკოს არ ვუპაუხებ”.
კილიან მბაპე უპირველესი იყო, ვინც ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას გამოექომაგა – ის ფრანგული იდენტობის უდიდესი ნაწილია და ეს უხამსობააო.
ამას მოჰყვა მადრიდის “რეალის” პოსტი, რომ ზიდანისადმი ამგვარი დამოკიდებულება, უბრალოდ დაუნახავობა და უპატივცემლობაა. ჰოდა, ნოელმა უმალ ბოდიში მოიხადა:
“ვინანიებ, არ ვიყავი მართალი ზიდანის მიმართ და ეს ინტერვიუ საერთოდ არ უნდა გასულიყო, მაპატიეთ, ვიცი ვინც არის ზინედინ ზიდანი ფრანგული ფეხბურთისთვის”.
რთულია?!
GIPHY App Key not set. Please check settings