in

საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირები: ჟირუ ახლოსაა, ბენზემას გაუჭირდება…

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში არაერთ ვარკსვლავს უთამაშია და ბომბარდირთა დავაც ძალზე საინტერესოა. მივყვეთ:

პირველ პოზიციაზე ლეგენდარული ტიერი ანრია, რომელსაც ნაკრებში 51 გოლი აქვს გატანილი. ტიტის დებიუტი ეროვნულ გუნდში, 1997 წელს სამხრეთ აფრიკასთან შედგა და მას შემდეგ ნაკრების მაისური 123 ჯერ მოირგო.

მეორე საფეხურზე კი ოლივიე ჟირუა, რომელსაც უკვე 48 გოლიაქვს გატანილი და მისი ფორმის გათვალისწინებით, რეკორდის დამხობა არ უნდა გამოვრიცხოთ. ოლივიე 35 წლისაა და მისი ფიზიკის მხედველობაში მიღება გვარწმუნებს, რომ 3 გოლის გასატანი ენერგია შემორჩენილი აქვს…

მესამეზე კი ანტუან გრიზმანია, რომელსაც 42 გოლი კი აქვს, მაგრამ მისი ღვაწლი 2018 წლის მუნდიალზე შეუფასებელია. ფინალში მან თითქმის ყველა გოლში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამდენი გოლისა ანტუანის ანგარიშზე 31 საგოლე პასიცაა.

მეოთხე ადგილზე კი ოქროს ბურთის სამჯერ მომგები, ლეგენდარული მიშელ პლატინია, რომელსაც ნაკრებში ჩატარებულ 72 შეხვედრაში 41 გოლი აქვს გატანილი.

ხუთეულს კი კარიმ მოსტაფა ბენზემა ხურავს, რომელიც რამდენიმე თვეში ოქროს ბურთს აიღებს, 5 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს… მისი და ვალბუენას ცნობილი ინციდენტის გამოისობით კი ბენზემა 2 წელი ნაკრებიდან მოკვეთილი იყო, შედეგად, მის ანგარიშზე, მხოლოდ 37 გოლია და მუნდიალის ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამ ევრობასკეტის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის ახალი არენა თბილისში: Fiba

ნეიმარი ცვლილებამ გააღიზიანა, მაგრამ გალტიემ დაიცვა