in

საფრანგეთის განახევრებული შემადგენლობა და B დივიზიონში დაქვეითების რეალური შანსი

ერთა ლიგას რომ გრანდები დიდად სერიოზულად არ ეკიდებიან ეს ვიცით, მაგრამ საფრანგეთისთვის ბ დივიზიონში დაქვეითება და მეორე ეშელონის ნაკრებ გუნდებთან ასპარეზობა კარგი პერსპექტივა ვერაა.

საფრანგეთი ჯგუფში ბოლო საფეხურზეა. 4 ტურში 2 ფრე და 2 მარცხი. მესამე საფეხურზე ავსტრიაა 4 ქულით და თუკი ფარნგებმა დღეს ავსტრიელები ვერ დაამარცხეს ბ დივიზიონში დაქვეითებას გაინაღდებენ., რადგან ხორვატიას 7 ქულა აქვს.

ახლა კი რა ხდება დანაკლისის მხრივ: ბენზემა, პოგბა, კანტე, ლორისი, ლუკა ერნანდესი, იბრაჰიმა კონატე, ტეო ერნანდესი, ლუკა დინი, პრესნელ კიმპემბე, კინგსლი კომანი… 12 მოთამაშე. წარდმოიგინეთ ამ 12 მოთამაშისგან რა გუნდი დადგებოდა… ჰოდა, ასეთი ვარამის პირობებში კი ომახიანი მარსელიოზა და გულშემატკივრის მუხტი უმნიშვნელოვანესია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსამ შესაძლოა მესის უჩივლოს

sportmedia.mk – ორგანიზაციული მოუმზადებლობა ან მიზანმიმართული პროვოკაცია