გიორგი კოხრეიძე ლუგანსკის „ზორიასთან“ ერთად იმყოფება თურქეთში და იქ გადის მოსამზადებელ შეკრებას. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ლიგა 2-ის კლუბ „გრენობლში“ იყო და საფრანგეთიდან იანვარში წამოვიდა.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო კოხრეიძის ბევრი გაუცდა და ფრანგულ გუნდშიც ბევრი არ უთამაშია. გასულ ზაფხულს სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, თუმცა ბევრს არც იქ თამაშობდა.
„ზორია” კი უკრაინის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელია ნიდერლანდელი პატრიკ ვან ლეუვენი.
GIPHY App Key not set. Please check settings