in

საუკეთესო კვარაცხელია – ხვიჩამ და მიქაუტაძემ საგოლე პასები დაარიგეს: პარიზმა ლიონს მოუგო

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და მან და მისმა გუნდმა სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ დაამარცხა სანახაობრივ შეხვედრაში – 3:2.

მიქაუტაძე ძირითადში არ ყოფილა და მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.

კვარაცხელია კი უდავოდ საუკეთესი იყო, მან საგოლე პასი ხომ გააკეთა (მეორე გოლის დროს დემბელეზე), შესანიშნავი დრიბლინგებითა და ზოგადად სანახაობრივი თამაშით გამოირჩა. არაერთხელ შეაწუხა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები და ხიფათი შექმნა.

ხვიჩა 68-ე წუთზე გაიყვანეს და მის ნაცვლად მცველი ლუკას ერნანდესი შევიდა.

კვარაცხელიას ლიგა 1-ში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, 84-ე წუთზე გიორგი მარკინიოსს ეფექტური ფინტით გასცდა და მისი პასით ჩერკიმ სხვაობა შეამცირა. შემდეგ იყო საოცარი მაკრატელა, რომელიც დონარუმამ მოიგერია.

კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს. შეფასებები: Flashscore – 9.0; Sofascore – 8.6; Whoscored – 8.9.

მიქაუტაძის შეფასებები: Flashscore – 7.4; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.4.

ლიონი – პსჟ 3:2
გოლები: 0:1 ჰაკიმი (53), 0:2 დემბელე (59), 1:2 შერკი (83), 1:3 ჰაკიმი (85), 2:3 ტოლისო (90+2)

24 ტურის შემდეგ „ლიონი“ მე-8 ადგილზეა (36 ქულა), ხოლო პსჟ ერთპიროვნული ლიდერია (59 ქულა).
პსჟ მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს, რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლიონი“ 2 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ბოლოს შევიდა, ჰაიდენჰაიმმა ლაიპციგში ქულა აიღო

კვარა მატჩის MVP გახდა