in

საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ: ნაკრებმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ითამაშა

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ესპანეთში მიმდინარე შეკრება და მოახლოებული მატჩები ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეაფასეს.

გიორგი მამარდაშვილი:
“ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. გვაქვს ესპანეთთან თამაშის გამოცდილება და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. ბევრი შრომა მოუწევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რთული თამაშები ჩავატარე. პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. მნიშვნელოვანი თვე იყო ჩემთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ”.

ბუდუ ზივზივაძე:
“ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.

დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ”.

სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთის ვარსკვლავების საყვარელი ფილმები

ზურიკო ტურის სიმბოლურშია