საუდის არაბეთმა ფიფას 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ ოფიციალური განაცხადი წარუდგინა.
საუდის არაბეთმა ტურნირის მასპინძლობის სურვილი 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ფიფამ დაადასტურა, რომ ქვეყანა 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი კანდიდატი გახდა.
განაცხადის ოფიციალური წარდგენა პარიზში ფიფას მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე მოხდა.
„საუდის არაბეთის წინადადება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის არის წინადადება მომავლისთვის. ეს შექმნილია ჩვენი შვილებისთვის და მათთვის, ვინც რაღაც დიდზე ოცნებობს.
სამეფო მიზნად ისახავს უმასპინძლოს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ფეხბურთის სამყაროში, რომელიც დაადასტურებს ჩვენს გავლენას მსოფლიო სცენაზე, მათ შორის სპორტში“, – თქვა საუდის არაბეთის პრინცმა და სპორტის მინისტრმა აბდულ-აზიზ იბნ თურქი ალ საუდმა.
GIPHY App Key not set. Please check settings