in

საუდის არაბეთის სპორტის მინისტრი რონალდუს ტრანსფერზე: არაფერია გამორიცხული

ზუსტად 48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გზები გაიყო და ცხადია, რომ უკვე დაიწყო სპეკულაციები მისი მომავალი ნავსაყუდელის შესახებ.

რასაკვირველია, მსოფლიოს წამყვანი გამოცემები გადაჭრელდა და როგორ გინდა, 5 ოქროს ბურთის მფლობელის გადაბირებით არ ინტერესდებოდე, თუნდაც 37 წლის ასაკში.

ჰოდა, საუდის არაბეთის სპორტის მინისტრმა “BBC SPORT”-ს ეთერში ამ საკითხზე ისაუბრა:

“არაფერია გამორიცხული. ცხადია, მისი საუდის არაბეთის ლიგაში ხილვა მსურს, რადგან ეს ჩვენს ფეხბურთს წაადგება. კრიშტიანუ როლური მოდელია, რომელიც უამრავი ადამიანის კერპია და ეს საუდის არაბეთის ფეხბურთისათვის უდიდესი ბიძგი იქნება. მომავალი თაობა გამალებით ჩაერთვება სპორტში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”.

დასრულებული სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კი რონალდუს “ალ ჰილალში” გადასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა. ახლა კი კრიშტიანუს პასუხი ახლო აღმოსავლურ ტრანსფერზე:

“რთულია, ეს ძალიან რთულია. მე მომწონს ინგლისი და ვთვლი, რომ ისევ შემიძლია უმაღეს დონეზე თამაში, შემიძლია, რომ გუნდს პროგრესში დავეხმარე და ძალიან ბევრი გოლის გატანა მოვახერხო, დავეხმარო როგორც ნაკრებს, ასევე მანჩესტერს” – ეს სიტყვები ზაფხულში იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე

ოჩოა: გამოწვევა მესი მიღებულია