in

საუდელები არ ჩერდებიან: მესის და რონალდოს აღდგენა უნდათ

„ინტერ მაიამის“ ახალწვეული ლიონელ მესი, შესაძლოა, საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს.
საუდის არაბეთში განიხილავენ ვარიანტს და აპირებენ არგენტინელის იჯარით აყვანას თებერვლის ბოლომდე, სანამ MLS-ის ახალი სეზონი დაიწყება.
„ინტერ მაიამიმ“ MLS-ის პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ამის გამო, მესი ხანგრძლივ დასვენებას მიიღებს.

ასე ფიქრობენ აღადგინონ ლეგენდარული დაპირისპირება ლეო მესისა და კრიშტიანო რნალდოს შორის.

თუმცა „ინტერში“ არ აპირებენ მესის განათხოვრებას, რადგან ფეხბურთელს 4 თამაში უწევს ნაკრებში და თავად კლუბი კი ამხანაგური შეხვედრების მოწყობაზე ფიქრობს.

გასულ ზაფხულს „ალ ჰილალი“ შეეცადა არგენტინელის არანორმალური ხელფასით მოხიბვლას და წლიურად 400 მილიონი ევრო შესთვაზა.

ამასობაში პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სურს კლუბთან კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელება.
38 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარსიას ჯერ ტოვებენ, მაგრამ მალე კონტე მოვა: რა ხდება ნაპოლიში

მსოფლიოს უძვირესი შემადგენლობები: ინგლისი დომინირებს – სად არის ნაპოლი