ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ვერავინ, ვერავინ წარმოიდგენდა სეზონის წინ, რომ 21 წლის ახალწვეული ჩემპიონატის დასრულებისას ყველაზე კარგი იქნებოდა. იყო ბჭობა, შეცვლაზე ხომ მაინც შეიყვანენ, რა მაგარი იქნება 2-3 გოლი რომ გაიტანოს და ამ დროს თურმე სად ხარ: კვარას სულ სხვა გეგმები ჰქონდა – პირველ ტურში რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა.
და შეარქვეს კვარადონა. ჰოდა, მადლობა კვარადონა ამ ისტორიისთვის. ეს ხომ მთელი საქართველოს გამარჯვება და წარმატებაა.
ქართველი მოთამაშე სერია ა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა არცერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესოდ დაასახელებდნენ.
საუკეთესო მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).
საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე: ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“).
საუკეთესო მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“).
საუკეთესო მცველი: კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).
საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკოლო ბარელა („ინტერი“).
საუკეთესო თავდამსხმელი: ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“).
საუკეთესო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).
GIPHY App Key not set. Please check settings