საკვირველი ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ რობერტო ფირმინოს კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და გუშინ არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ სეზონის ბოლოს ის გუნდს უფასოდ დატოვებს.
რა ხდება ფირმინოს თავს? სეზონის სტარტზე ის გუნდის უპირობო ლიდერია. 8 გოლი და 4 საგოლე პასია მის აქტივში და “ლივერპულელთაგან” საუკეთესოა. ჰოდა, ფორუმებზე ფანებმა უკვე დაიწყეს მოთხოვნა, რომ სასწრაფო წესით, ფირმინოს კონტრაქტი გახანგრძლივდეს.
სი სენიორ – გუშინ ფირმინომ დუბლს ასისტი წაამატა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა!
GIPHY App Key not set. Please check settings