in

საოცარი ქართული მატჩი კონფერენსლიგაზე: ქართველები საუკეთესოები იყვნენ – ლეგიონერები ევროტურნირებზე

კონფერენსლიგა ქართველების გუნდების საოცარი დაპირისპირება შედგა: ტრნავის „სპარტაკსა“ და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ შეხვედრა 4:3 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე რუმინული გუნდი გავიდა (პირველი მატჩი რუმინელებმა 3:0 მოიგეს). სასიხარულოა, რომ მთავარი მოქმედი პირები შეცვლაზე შესული ქართველები იყვნენ.

ანზორ მექვაბიშვილი რუმინული კლუბის შემადგენლობაში 71-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი მოისწრაფიშვილი „სპარტაკში“ – 61-ზე.
გიორგიმ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. 63-ე წუთზე მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ნვადიკემ გაიტანა. შემდეგ კი ორი შესანიშნავი საგოლე პასი მიითვალა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, 4:4 და დამატებითი დრო დაინიშნა.

„უნივერსიტატეას“ მექვაბიშვილი დაეხმარა: 101-ე წუთზე კუთხურიდან მისი პასით შრეჩიუმ გაიტანა და ანგარიში 4:2 გახდა, ხოლო 117-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც სიმბამ გამოიყენა.

საინტერესოა, რომ ორივე ქართველი თავიანთ გუნდებში საუკეთესოები გახდნენ შეფასებების მიხედვით: მოისწრაფიშვილი – 8.1; მექვაბიშვილი – 8.2.

“უნივერსიტატეას” მეტოქე პლეი-ოფში თურქული “ბაშაქშეჰირი” იქნება.

Fotbalistii craioveni se bucura dupa un gol marcat in meciul de fotbal dintre Universitatea Craiova si Spartak Trnava, contand pentru Turul 3 Preliminar al Conference League, desfasurat pe Stadionul Ion Oblemenco din Craiova, joi 7 august 2025. © FOTO:Remus Badea/SPORT PICTURES

გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგაზე ათენში აეკ-ს გაუტანა, მაგრამ ლიმასოლის „არისი“ დამატებით დროში დამარცხდა – 1:3 და გათამაშებას გამოეთიშა.
პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ბერძნები დაწინაურდნენ. 62-ე წუთზე კვიპროსელებმა გაათანაბრეს – პენალტი ქვილითაიამ შეაგდო. ჩვენიანი 77-ე წუთზე შეცვალეს.
დამატებით დროში ბერძნებმა ორი გოლი გაიტანეს.

ლუკა გუგეშაშვილი და ირაკლი აზაროვი თავიანთ გუნდებში სათადარიგოთა შორის იყვნენ.
საბერძნეთის პაოკ-მა ავსტრიული „ვოლფსბერგი“ გაიარა (1:0) და პლეი-ოფში ხორვატულ “რიეკას” შეხვდება.
„შახტარმა“ კი პენალტებში 3:4 წააგო „პანათინაიკოსთან“ (0:0). “შახტარი” კონფერენსლიგის პლეი-ოფში შვეიცარიულ “სერვეტს” შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთხიდან ოთხი: პოლონეთთან ბრძოლაში წავაგეთ

დარჩება თუ არა გიორგი გულიაშვილი სარაევოში