საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “პირველ არხთან” მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის აზრით, ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია.
“ჩემი აზრით, საფრანგეთს დღეს გამორჩეული ნაკრები ჰყავს და კვლავ ნომერ პირველები იქნებიან. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან. ვფიქრობ, ბელგიასაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. იოახიმ ლიოვის გერმანია ბელგიას და საფრანგეთს ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ მასაც ძლიერ კონკურენტად მივიჩნევ.
ესპანეთი ყოველთვის ფავორიტებშია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ჩემპიონი ჩემს მიერ დასახელებული სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება”, – თქვა სანიოლმა.
ფრანგი სპეციალისტისთვის ფრანგული ფეხბურთი სამწვრთნელი კუთხით უცხო არ არის. სანიოლი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო უშუალოდ მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა 2014-16 წლებში, ფრანგულ “ბორდოში” დაიწყო.
GIPHY App Key not set. Please check settings