in

სანდრო 22 წუთი ათამაშეს, გოგა 18 წუთი: ორივემ წააგო

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ შინ „დეტროიტ პისტონსს“ შეხვდა და დამარცხდა – 110:125.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22 წუთი გაატარა. სანდროს ანგარიშზეა 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. მან თამაშიდან 10-ჯერ შეუტია და 4 ტყორცნა გამოიყენა, ასევე 2 საჯარიმო ჩააგდო.

დაძაბულ ბრძოლაში წააგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, შინ „მემფისთან“ – 104:105.

ბითაძემ 18:51 წუთი ითამაშა და გუნდს 4 ქულა, 5 მოხსნა და 4 დაფარება შესძინა.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ აღმოსავლეთში მე-7-ზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილი უდინეზეს აინტერესებს, ბულგარელებმა სასაცილო თანხა თქვეს

წილისყრის შემდეგ: მთავარი ფავორიტი ბარსელონა გახდა