“მილუოკი ბაქსის” ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა გუნდში არსებული მდგომარეობით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ “ბაქსის” ვარსკვლავებისგან ბევრი რამის სწავლას ცდილობს.
“მომწონს ეს ორგანიზაცია და ისიც, აქ მოთამაშეთა განვითარებას როგორ უწყობენ ხელს. ვუსმენ იანისს (ანტეტოკუნმპო), ჯრუსა (ჰოლიდეი) და კრისს (მიდლტონი) და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო”, – თქვა სანდრომ.
მამუკელაშვილის 10 ქულა და ეფექტური დანქი ბრუკლინთან
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს “ბაქსმა” უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმად ის სეზონში 45 დღე “მილუოკის” რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი G ლიგაში. “ბაქსს” ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგაში მომდევნო მატჩი 14 აგვისტოს (00:00-ზე თბილისის დროით) ელის, როდესაც “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings