in

სანდრო მამუკელაშვილი და მილუოკი ბაქსი თეთრ სახლში ბაიდენს ეწვია

Nba-ს მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“ „თეთრ სახლს“ ესტუმრა და იანისსა და კომპანიას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უმასპინძლა.

“სპორტში და დემოკრატიაში ერთიანობა ყველაზე რთულად მოსაპოვებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ჩემთვის მილუოკი ბაქსის მასპინძლობა და ტრადიციის გაგრძელება უდიდესი პატივია. შარშან, თქვენმა გუნდმა ჯეიკობ ბლეიკის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. თქვენ ხალხი პოლიტიკურ პროცესში ჩართეთ და მათ გამბედაობა მიეცით. თქვენ ხალხს მოუწოდეთ, რომ ვაქცინა გაიკეთონ და მინდა, ამისთვის მადლობა გითხრათ“, – განაცხადა ბაიდენმა „მილუოკისთან“ შეხვედრისას.

„ბაქსთან“ ერთად „თეთრ სახლში“ სანდრო მამუკელაშვილიც იმყოფებოდა. „მამუმ“ სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და მისი მონაწილეობით სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ „ბაქსი“ 2016 წლის შემდეგ, NBA-ის პირველი ჩემპიონია, რომელმაც „თეთრ სახლში“ ვიზიტზე უარი არ თქვა. 2017, 2018 და 2019 წლებში ჩემპიონებმა ვიზიტზე უარი დონალდ ტრამპის გამო თქვეს, 2020 წელს კი „ლეიკერსს“ ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ლობჟანიძე თურქეთში ისევ გამოარჩიეს: მორიგი სიმბოლური

კახა კაჭარავა: ქართველებს ყველაფერი სწრაფად გვინდა და ფეხბურთში შედეგი მალე არ მოდის