NBA-ის წინასასეზონო მატჩში გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” “მაიამი ჰიტი” დაამარცხა – 120:104.
ქართველმა 18 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
“ორლანდო” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 17 ოქტომბერს “ნიუ ორლეან პელიკანსის” წინააღმდეგ გამართავს.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად, „ვაშინგტონ ვიზარდსი“ დრამატულ შეხვედრაში, წამის მეასედში დაამარცხა – 113:112.
ჩვენიანი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 20 წუთი ითამაშა: 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა.
„ტორონტო“ მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს „ბოსტონთან“ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings