თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტრომ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებაზე საუკეთესოები 8 ნომინიაციაში გამოვლინდნენ.
2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები:
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი: ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი: ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი: გიორგი ქალდანი (პარაძიუდო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში: თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)
წლის საუკეთესო გუნდური სახეობა: საქართველოს კალათბურთის ნაკრები
წლის საუკეთესო გუნდი: საქართველოს ძიუდოს ნაკრები
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი: ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტმენი: სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)


საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განვლილი წელი შეაჯამა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წელს ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო – 1935 მედალი მოიპოვეს, აქედან 752 ოქროს, 610 ვერცხლის და 573 ბრინჯაოს მედალია; ასევე წელს ისტორიაში პირველად დააფიქსირეს 42 შედეგი, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებზე, რომლის მასპინძლობისთვისაც საქართველომ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, რაც წინაპირობაა იმის, რომ საქართველო 2026 წელს კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში და უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს.





GIPHY App Key not set. Please check settings