სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე შესაძლოა თანაგუნდელები გახდნენ. სანდროს „ტორონტო რეპტორსი“ გოგას აყვანის ვარიანტს განიხილავს.
კანადურ კლუბს სურს სახელფასო ჭერი ბოლომდე დაწიოს და ცენტრის პოზიციაზე ისეთ მოთამაშეს ეძებს, რომელსაც შედარებით დაბალი ხელფასი აქვს.
„ტორონტო“ განიხილავს რამდენიმე ვარიანტს. გოგა ბითაძის გარდა აკვირდებიან და სწავლობენ „დალასის“ დანიელ გაფორდს და „ბრუკლინის“ დეირონ შარპის.
მიმდინარე სეზონში ბითაძე „ორლანდოს“ რიგებში საშუალოდ 16.4 წუთს თამაშობს (6.7 ქულა), კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს.
NBA-ში მოთამაშეთა გაცვლა 6 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.


GIPHY App Key not set. Please check settings