in

სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის თასის მფლობელია: ტიტული ვოლფსბერგერმა მოიგო

სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ფინალში ერთმა სოფლის გუნდმა მეორე სოფლის გუნდს „ჰარტბერგს“ მოუგო – 1:0 და ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.

სამწუხაროდ, ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია, თადარიგში დარჩა.
ერთადერთი გოლი კი, არც თუ სანახაობრივ შეხვედრაში, ანჯელო გატერმაიერმა 77-ე წუთზე თავით გაიტანა.

„ვოლფსბერგერმა“ კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა. თუმცა, სიურპრიზი შესაძლოა ამით არ დასრულდეს: გუნდი ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, ისტორიული დუბლის შანსი რჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი ინგლისური გუნდი ფინალშია, თითქმის მესამეც – ევროტურნირები

ახლა ფავორიტი პსჟ-ია: რა გამოთვალა კომპიუტერმა