NBA-ში წინასასეზონო მატჩები გრძელდება და მეორე შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასელებმა „მაიამის“ უმასპინძლეს და 120:104 მოუგეს.
სანდრო სკამიდან ჩაერთო და ჯამში 9:24 წუთი მისცეს, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
„სან ანტონიოშო“ საუკეთესო ახალწვეული ვემბანიამა იყო – 23 ქულა.
„სპურსი“ მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს „ჰიუსტონთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings