NBA-ში წინასასეზონო საგამოფენო მატჩები დასასრულს უახლოვდება. რეგულარული სეზონის დაწყებამდე ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“, რომელმაც „ჰიუსტონ როკეტსი“ დაამარცხა – 117:103.
მამუკელაშვილი 7:31 წუთი ათამაშეს, ჩვენიანის ანგარიშზეა 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა.
„სან ანტონიო“ 21 ოქტომბერს სტუმრად „გოლდენ სტეიტს“ შეხვდება და ამით დაასრულებს წინასასეზონო მზადებას.
რეგულარულის პირველი თამაში კი 26 ოქტომბერს აქვს შინ „დალასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings