in

სანდროს 7 წუთი და 3 ქულა: სან ანტონიომ მოიგო

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მორიგი მატჩი „პორტლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მოიგო – 118:105.

ქართველმა ჯამში 7:52 წუთი გაატარა პარკეტზე. სანდრომ 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოასწრო. ეს 3 ქულა ზუსტ სამქულიანზე მოდის.

ტეხასელები ამ მომენტისთვის 4 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში, „ჰიუსტონ როკეტსთან“ სტუმრად მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე სამი მოხსნა დააკლდა: 15 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი მიითვალა. მამუმ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 ორიანი ჩააგდო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია

უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებშია: რას ურჩევს ვილი სანიოლი ფეხბურთელებს