სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და წააგო – 105:121.
ქართველმა კალათბურთელმა 6 წუთში 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„სან ანტონიოს“ 18 მოგება, 19 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 12 იანვარს „ლეიკერსთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings