NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „ფინიქს სანსს“ შეხვდა და დამარცხდა – 98:117.
ქართველი კალათბურთელმა საკმაოდ ბევრი, 25 წუთი ითამაშა და მშვენივრადაც – 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.
15-ჯერ შეუტია და 8 ბურთი, მათ შორის, ერთი სამქულიანი ჩააგდო. გამოიყენა 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა.
სანდრო თავის გუნდში მეორე იყო მოგროვებული ქულების მხრივ.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში ვერ გავიდა.
ბოლო ტურის მატჩი 13 აპრილს შინ „ტორონტოსთანაა“.

GIPHY App Key not set. Please check settings