in

სანდროს 15 და გოგას 2 ქულა: ქართველების გუნდებმა წააგეს

ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები ჩაატარეს და წააგეს.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ ითამაშა და დამარცხდა – 117:125.

ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთი ითამაშა და გუნდს 15 ქულა, 8 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა შვიდი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ შინ „ფილადელფიასთან“ დამარცხდა – 91:103. ქართველმა კალათბურთელმა 12 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.

„ტორონტო“ 23 მოგებითა და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ 21 მოგებით და 18 წაგებით მე-8-ზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილის გოლი პსჟ-სთან დეკემბერში საუკეთესოა

საბა ხარებაშვილი აიაქსს დაუკავშირეს