NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ ტეხასურ დერბიში “ჰიუსტონ როკეტსს” შეხვდა და ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა – 106:118.
სანდრო 20 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 8-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
ვიქტორ ვემბანიამას გარეშე დარჩენილი „სან ანტონიო” 24 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. „სპურსი” მორიგ შეხვედრას 2 მარტს, “მემფისის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings