in

სანდროს 11 ქულა, გოგას 15 ქულა და ორივეს გამარჯვება

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ NBA-ის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „კლივლენდს“ შეხვდა და მოუგო – 112:101.

ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. სანდრომ ერთი 2-ქულიანი, ერთი 3-ქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ 2 მოგება და 4 წაგება აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა და 3 ნოემბერს „მემფისთან“ ითამაშებს.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსს“ შეხვდა და აჯობა – 125:94.

ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთი ითამაშა, თავის გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 3 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ბითაძემ ექვსი 2-ქულიანი და ერთი 3-ქულიანი ჩააგდო.

„ორლანდოს“ 3 მოგება და 4 წაგება აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ ისევ გაიტანა