in

სანდროს 10 ქულა და წაგება 4 მოგების შემდეგ

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ NBA-ის მორიგი მატჩი სტუმრად „ფილადელფიასთან“ წააგო – 120:130.

ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა ორი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ ამ მარცხამდე ზედიზედ ოთხი გამარჯვება ჰქონდა, ახლა გუნდი 5 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 12 ნოემბერს „ბრუკლინთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკას მოვუგეთ, შემდეგი კანადაა

გოჩოლეიშვილი ძირითადში იყო, ჰამბურგი დორტმუნდთან ბოლო წამს გადარჩა