NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და სოლიდურად დამარცხდა – 106:148.
ქართველმა კალათბურთელმა საკმაოდ ითამაშა, 25 წუთი და თავი არ შეურცხვენია: სანდროს ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება. 10-დან 6 ტყორცნა ჩააგდო, ასევე ერთი საჯარიმო ტყორცნა.

„სან ანტონიოს“ 32 მოგება და 43 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას კი 2 აპრილს გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ გამართავს.
