საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ:
„ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ისეთი შეგრძნება გვაქვს თითქოს საქართველოში ვთამაშობდით.
მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.
ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ 1% შანსი მაინც გვაქვს, ვიბრძოლებთ და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს
ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია თამაში, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ“.
GIPHY App Key not set. Please check settings