ანდრეს ინიესტა 2010-იანი წლების ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს FourFourTwo-ის ვერსიით.
ბრიტანულმა ჟურნალმა 36 მოთამაშისგან შემდგარი სია ჩამოწერა, რომლებიც სანაკრებო დონეზე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ 2010-2019 წლების პერიოდში.
ტოპ 15 ასეთი გამოვიდა:
- ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
- ტომას მიულერი (გერმანია)
- ჩავი (ესპანეთი)
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
- კილიან მბაპე (საფრანგეთი)
- მანუელ ნოიერი (გერმანია)
- სერჟი ბუსკეტსი (ესპანეთი)
- ლიონელ მესი (არგენტინა)
- ლუის სუარესი (ურუგვაი)
- იკერ კასილიასი (ესპანეთი)
- ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
- ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია)
- უესლი სნაიდერი (ნიდერლანდები)
- ფილიპ ლამი (გერმანია)
- პოლ პოგბა (საფრანგეთი).
აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიელმა ნეომარმა მე-16 ადგილი დაიკავა, ანტუან გრიზმანმა (საფრანგეთი) – მე-18, ჰარი კეინმა (ინგლისი) – 21-ე, სერხიო რამოსი (ესპანეთი) 26-ზე აღმოჩნდა, რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 32-ეა.
GIPHY App Key not set. Please check settings