ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ ბათუმის „დინამოსთვის” გრძელდება.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ბათუმი არენაზე”, მინიმალური მარცხის შემდეგ 1:0, გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში, „ბატეს” დამაჯერებელი ანგარიშით – 4:1 მოუგო (ორი მატჩის ჯამში – 4:2) და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს” დაუპირისპირდება.
მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს დილით დაიწყო და სამ საათში აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა. შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონი 20 000 მაყურებელს იტევს და Covid 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე სტადიონი 50 %-ით შეივსება.
ბათუმის “დინამოს” და “სივასპორის” მატჩი 5 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings