სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლი) მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მარტის საკვალიფიკაციო მატჩები გადადო.
მიზეზი – ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები თავიანთ ქვეყნებში ვერ ჩავლენ მთელ მსოფლიოში საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვების გამო.
მატჩები დაგეგმილი იყო 25-30 მარტს. ახალი თარიღები დადგინდება ფიფასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. გადადება შეეხო კლასიკასაც – 30-ში ბრაზილიას არგენტინისთვის უნდა ემასპინძლა. მანამდე კი არგენტინას ურუგვაი უნდა მიეღო.
მანამდე გავცრელდა ინფორმაცია, რომ მატჩები ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში ჩაეტარებინათ.
სანაკრებო თამაშების თაობაზე განსაკუთრებით სერიოზული პრეტენზია გამოთქვეს პრემიერლიგის წამყვანი გუნდების მწვრთნელებმა, რადგან ბრიტანეთში დაბრუნებისას მინიმუმ 10 დღე ან 2 კვირა კლუბები ფეხბურთელებს ვერ დაიბრუნებდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings