“მეცში” სეზონის მეორე ნახევრის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ გიორგი მიქაუტაძით არაერთი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, საფრანგთში.
“მეცმა” შეიძლება “აიაქსისგან” მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და მერე უფრო ძვირად გაყიდოს – დაახლოებით 20-25 მილიონად. ლიგა 1-ის კლუბებიდან განსაკუთრებით გიორგის აღმზრდელი “ლიონი” და “ლილი” აქტიურობენ, ხოლო “მონაკო” ჩასაფრებულია.
„მონაკო“ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „ლილი“ მე-4 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, ხოლო „ლიონმა“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მიქაუტაძის მიმართ ინტერესი უცხოურ კლუბებსაც აქვთ.
„მეცმა“ ქართველი ფეხბურთელი „აიაქსიდან“ 6-თვიანი იჯარით დაიბრუნა. 20 მატჩში 13 გოლი ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.
თუმცა „მეცი“ ჯერ პლეი აუტს ითამაშებს – 30 მაისს და 2 ივნისს და შეეხდება ლიგა 1-ში დარჩეს.
GIPHY App Key not set. Please check settings