ნინო სალუქვაძემ მეათე ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელსაც ათ ოლიმპიურ თამაშებზე უასპარეზია.
ამით ის გაუთანაბრა კანადელ ცხენოსან იან მილარს და ამიერიდან ამ საპატიო რეკორდის თანაავტორია.
10 მეტრი პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ტურნირზე ნინომ ჯამში 562 ქულა დააგროვა და 38-ე ადგილი დაიკავა.
ტყვიის მსროლელთა საკვალიფიკაციო ტურნირში 44 ქალი მონაწილეობდა, ფინალში კი 8 საუკეთესო გადავიდა.
ნინო სალუქვაძე 2 აგვისტოს პისტოლეტით 25-მეტრიდან სროლაშიც იასპარეზებს.
პარიზი 2024. 27 ივლისი. პნევმატური პისტოლეტი. 10-მეტრიანი დისტანცია. საკვალიფიკაციო ეტაპი
ნინო სალუქვაძე (საქართველო) – 562 (92, 95, 95, 92, 94, 94)
შეგახსენებთ, რომ სალუქვაძეს ოლიმპიადებზე მოგებული აქვს თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი.
GIPHY App Key not set. Please check settings