in

სალომე ფაჟავა: ბედნიერი ვარ, რომ ამ რთული და წარმატებული გზის გავლა შევძელი

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 23 წლის ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე ფინალს მიღმა დარჩა და ასპარეზობა მე-18 ადგლზე დაასრულა.

ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოში მონაწილეობა 4 დისციპლინაში მიიღო და საერთო ჯამში, 89.650 ქულა დააგროვა. სალომემ რგოლის ვარჯიში 23.550 შედეგით დაასრულა, მეორე გამოსვლისას ბურთით იასპარეზა და 21.950 ქულა დააფიქსირა, მესამეზე ცდაზე რაჭულ ჰანგებზე გურზებით ვარჯიში შეასრულა, რომელიც მსაჯებმა 23,500 ქულით შეუფასეს, ხოლო ბოლო მისვლაზე ვარჯიში ბაფთით აჩვენა და 20.650 ქულა მიიღო.

დასრულებულ ტოკიო 2020-ს სპორტსმენი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“ნანატრი Tokyo2020 ოლიმპიური თამაშები დასრულდა. მინდა, ამ პოსტით მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს , რომელიც გულწრფელად მგულშემატკივრობდა, გვერდში მედგა და მაძლევდა სტიმულს და იმის ძალას, რომ ბოლომდე მებრძოლა მიუხედავად ყველა სირთულისა, იმედგაცრუების, უსამართლობისა და ტრავმების, რაც მთელი კარიერის მანძილზე გამოვიარე.

თქვენი თანადგომით მე გავძლიერდი და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ დიდი, რთული და წარმატებული გზის გავლა!” – წერს სალომე ფაჟავა სოციალურ ქსელში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაგდებული პირველი სეტის შემდეგ, ბასილა შეუჩერებელი იყო: ნიკამ ტორონტოს მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

ეკა გორგოძე ლენდისვილის ტურნირის ძირითად ბადეშია: ბოლქვაძემ კვალიფიკაცია ვერ დაძლია