„ახალგაზრდა ქართველი ტალანტის ტრანსფერში „ნიუკასლმა“ სოლიდური თანხა გადაიხადა – არის თუ არა ვახტანგ სალია მომავლის სიმბოლო?“ – ამ სათაურით 17 წლის ქართველი თავდამსხმელის „ნიუკასლში“ გადასვლის შესახებ სტატია Nufcblog-მა გამოაქვეყნა.
„რამდენიმე დღის წინ „ნიუკასლმა“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი კლუბს მომავალ ზაფხულს შეუერთდება, მანამდე კი „დინამო თბილისში“ ითამაშებს.
ეს ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო და ქართულ კლუბში მოხარულნი არიან, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. სალია გამორჩეული მონაცემების მქონე მოთამშეა, ის „დინამო თბილისის“ მთავარი გუნდის წევრი 17 წლის ასაკში გახდა და სკაუტების ყურადღება მიიქცია. სალიას ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევენ, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ახალგაზრდა ქართველს თვალს ადევნებდნენ მიუნხენის „ბაიერნის“, „იუვენტუსისა“ და ინგლისის პრემიერლიგის გუნდების სკაუტები. საბოლოოდ ამ კონკურენციაში ყველას „ნიუკასლმა“ აჯობა და ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა“, – წერს გამოცემა და ჟურნალისტის, მარკ დუგლასის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც საინტერესო ფაქტს ასახელებს.
„სალიას სანაცვლოდ „ნიუკასლმა“ დღემდე ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა, რომლის მსგავსიც ახალგაზრდა ფეხბურთელში აქამდე არ დაუხარჯავს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმა სკაუტების ჯგუფს მთავარ ამოცანად მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი მოთამაშეების მოძებნა დაუსახა. ისინი ყურადღებით აკვირდებიან საფრანგეთის ლიგა 2-ს, როგორც „ახალგაზრდა ტალანტების საბადოს“.
პოლ მიტჩელს დიდი კონტაქტები აქვს, მას კარგად იცნობენ ევროპელი სკაუტები, რითიც შეუძლია ისარგებლოს. კარგი იქნება, თუ მიტჩელის ამ ნაბიჯს პოზიტიური შედეგები მოჰყვება, რადგან მსგავსი ტრანსფერები მომავალზეა გათვლილი და დამაიმედებელია“, – ამტკიცებს მარკ დუგლასი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings