უპრესტიჟულესი ბრიტანული გამოცემა „THE ATHLETIC” იუწყება, რომ „ლივერპულმა“ მოჰამედ სალაჰს უპრეცედენტო კონტრაქტი შესთავაზა. ის, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ეგვიპტელი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა სიას ევერესტის მწვერვალიდან დახედავს არ ახალია, მაგრამ მერსისპირელები მაღალი ხელფასებით გამორჩეული არ არიან. ამ წუთას ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, სწორედ სალაჰია 200 ათასი გირვანქით კვირაში.
გამოცემა ასევე წერს, რომ ახალი კონტრაქტი არ იქნება მესის, ვარანის, რონალდოს ან ლუკაკუსდარი, თუმცა კვირაში დაახლოებით 400 ათას გირვანქაზეა საუბარი. ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება, რომ ეგვიპტელი ახალ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings