ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2024/25 წლების პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი მოჰამედ სალაჰი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
“ლივერპულის” ვინგერმა გასულ სეზონში ჩემპიონატში 38 თამაში ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სალაჰი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო სამჯერ მოიგო.
“ბარნლის” მეკარე ჯეიმს ტრაფორდი, რომელიც ამ ზაფხულს “სიტიში” დაბრუნდა, ჩემპიონშიფის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მეკარემ 45 მატჩი ჩაატარა, 29-ში კი კარი მშრალად შეინარჩუნა.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სიმბოლური გუნდიც შეადგინა.
მეკარე: მაც სელსი (ნოტინგემ ფორესტი);
მცველები: ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), მილოშ კერკესი (ბორნმუთი, ახლა ლივერპული), უილიამ სალიბა (არსენალი), გაბრიელ მაგალჰაესი (არსენალი);
ნახევარმცველები: დეკლან რაისი (არსენალი), რაიან გრევენბერხი (ლივერპული), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული);
თავდამსხმელები: ალექსანდრ ისაკი (ნიუკასლი), კრის ვუდი (ნოტინჰემ ფორესტი).
GIPHY App Key not set. Please check settings