მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კვირის სიმბოლური გუნდში ექვსი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ მოხვდა, ხოლო ხუთი – ლონდონის „ჩელსიდან“, – რჩეულები ფიფა-ს ოფიციალურმა პარტნიორმა, DAZN-მა გამოავლინა.
ფრანგულმა და ინგლისურმა გუნდებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს. „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო „ჩელსიმ“ „ფლუმინენსეს“ 2:0 სძლია.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კვირის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ).
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი (პსჟ), ტრევო ჩალობა, მარკ კუკურელია („ჩელსი“).
ნახევარმცველები: პედრო ნეტო, ენცო ფერნანდესი („ჩელსი“), ფაბიან რუისი, ბრედლი ბარკოლა (პსჟ).
თავდამსხმელები: ჟოაო პედრო („ჩელსი“), უსმან დემბელე (პსჟ).
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტადიონზე“ ჩატარდება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings