in

საით გაფრინდება მამარდა: კაჭკაჭებმა თან კიო, თან სხვაო…

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან“ წასვლა რომ თითქმის გადაწყვეტილია, ეს ლამის ყოველდღიურად დასტურდება. ერთ-ერთი „საბუთი“ ახლახან დაიდო, როდესაც კლუბმა ახალი მეკარე აიყვანა. ვალენსიელებმა 30 წლის ჩრდილომაკედონიელი გოლკიპერი სტოლე დიმიტრიევსკი გაიფორმეს, რომელსაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია, ბოლო წლებში კი “რაიო ვალეკანოს” კარს იცავდა.

რაც შეეხება ქართველ მეკარეს, მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის ყველაზე მეტად “ნიუკასლს” და “ატლეტიკოს” ახსენებენ. ბოლოს დაიწერა, თითქოს “ნიუკასლი” ჩამოშორდა, რადგან “კაჭკაჭები” თანხაზე ვერ მოურიგდნენ ესპანელებს და თან ინგლისშივე ნახეს სხვა მეკარე.

თუმცა, ვრცელდება სხვა ინფორმაციაც. Footballespana-მა თქვა, რომ „ნიუკასლმა“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა და ფულსაც მოუმატა – დაახლოებით 40 მილიონზე საუბარი.

მაგრამ ინგლისური პრესა სხვა რაღაცეებსაც წერს. მაგალითად იმას, რომ „ნიუკასლი“ მზად არის ამ ზაფხულს მეკარესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს, გუნდის ხედვა კი მიმართულია ჯეიმს ტრაფორდზე, ილან მესლიეზე („ლისი“) და უფრო სამომავლოდ დენის სიმენზე („შტუტგარტი“). ეს ის ტრაფორდია, რომელმაც საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და „ჯორდები“ უკვე შეუთანხმდნენ „ბარნლის“ მეკარესო, წერენ.

შეგახსენებთ, ახლახან მამარდაშვილი მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეებს შორის მოხვდა.

მამარდაშვილი მსოფლიო მეკარეების ათეულშია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენ იქნები ყველაზე მნიშვნელოვანი: კონტემ ხვიჩას დაურეკა და პარიზში არ წახვიდეო უთხრა

ინგლისი ისტორიაში პირველად არის ევროს ფავორიტი