დეკემბერში მესიმ როგორც იქნა მთავარი ოცნება აისრულა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ტურნირზე ლეო ოქროს ბუცებით დარბოდა, რომელიც Adidas-მა სპეციალურად მისთვის შეკერა.
ამ ბუცების შემხედვარე მესი ალბათ დიდხანს გაიხსენებს საამო გამარჯვების სიტკბოს, მაგრამ რომ არ მისი მიხვედრილი ცოლი, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ანტონელამ თავად აიღო ბუცები, რადგან იცის ქმრის ხასიათი, რომელიც იოლად არიგებს თამაშის შემდეგ თავის ნივთებს, ზოგჯერ შორტებსაც კი.
მესის ის მაისურიც არ შეუნახავს, რომლითაც თავისი მეათასე შეხვედრა ჩაატარა კარიერაში. ეს მატჩიც მუნდიალზე შედგა, როდესაც არგენტინა ავსტრალიას შეხვდა. ლეომ მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელს უბრალოდ გაუცვალა მაისური.
ოქროს ბუცები კი ახლა ალბათ ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ინახება…
GIPHY App Key not set. Please check settings