იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ევროზონასთან ახლოს მყოფმა „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „სალერნიტანა“ მიიღო და მეტოქის გატეხვა ვერ მოახერხა – 0:0.
მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა მცველმა პირველ ტაიმში, 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან რამდენჯერმე არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამას ხიფათი არ მოჰყოლია.
მეორე ტაიმში საზონოვს ბევრი საქმე არ ჰქონია. ის მე-80 წუთზე შეცვალეს.
საზონოვის შეფასებები თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს: Flashscore – 6.5; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.32.
„ტორინო“ 32 ქულა მოაგროვა და „ნაპოლის“ გაუთანაბრდა (ნეაპოლელები ტურის მატჩს მალე ითამაშებენ). ახლა „ტორინო“ მე-10 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ „რომას“ 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო თამაში 10 თებერვალსაა სტუმრად „სასუოლოსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings